contactzine

contactZINE იწყება

ContactZine-ის მონაწილეები, რომელსაც Civil Forum-ი ახორციელებს, ბრიტანეთის საელჩოსა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით, პირველად ერთმანეთს ვირტუალურად, 15 მაისს შეხვდნენ. 

პირველი შეხვედრის მთავარი თემა გუნდის შენება იყო, ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნეს, სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და აღნიშნეს, რომ აქამდე ვერ წარმოედგინათ, მხოლოდ Zoom-ის დახმარებით, მსგავსი ინტერაქციული შეხვედრის ჩატარება.

„ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი, სახალისო და მეგობრული იყო! აქამდე ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მეგობრებს Zoom-ით გავიჩენდი და მათ დავუახლოვდებოდი, პროექტი საოცრადაა ორგანიზებული და მას გამორჩეული გუნდი უწევს ფასილიტაციას. განსაკუთრებით, ერთ-ერთი აქტივობა მომეწონა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს ერთმანეთზე მართალი და ცრუ ფაქტები უნდა დაგვედგინა. უბედნიერესი ვარ, რომ ამ პროექტის წევრი გავხდი!“ – გვიზიარებს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.

ContactZine 9 თვის განმავლობაში გაგრძელდება, პირველი ორი თვე ინტენსიური, ონლაინ სემინარები ჩატარდება, რის შემდეგაც, მონაწილეები სასწავლო ვიზიტით პრაღაში შეხვდებიან ერთმანეთს.