contactzine

შიშველი სხეულები ტილოზე

ხელოვნების ისტორიკოსი ვარ. ეს იმას ნიშნავს რომ ბევრ ჩემ დროს ვუთმობ მშვენიერი საგნების ისტორიის კვლევას. ჩემ შემთხვევაში ეს საგნები საკმაოდ ძველია. იოლი იქნებოდა გვეფიქრა რომ ეს დისციპლინა და სფერო განცალკევებულია თანამედროვე სოციალური საკითხებისაგან, ისევე როგორც იდეოლოგიური მიკუთვნებულობისაგან. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ცოტაოდენო შესწავლაც კი ცხადს ხდის თუ როგო არ შეიძლება ხელოვნების, მისი ისტორიის და გავლენის წარმოდგენა მიუკერძოებელ და უდანაშაულო სფეროთ. 

როგორც ისტორიის სხვა სფეროები, ხელოვნებაში ყოველთვის დომიმანდობდნენ მამაკაცები.  რატომ არის ასეთი ცოტა ხელოვანი ქალი ისტორიაში?  როდესაც ვიყენებ ისეთ ნეიტრალურ სიტყვას, როგორიცაა “ ხელოვანი” მაშინვე წარმოვიდგენთ ვინსენტ ვან გოგს, მიქელანჯელოს, პაბლო პიკასოს, კლოდ მონეს. თუ მე გამოვიყენებ ზედსართავს და ხელოვანს დავამატებთ “ქალს” მაშინ იმედი მაქვს რომ ჩვენი აუდიტორია უაღრესად განათლებულია და ეცოდინება ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან გეორგინა ო’კეფე, სოფონისიბა ანგუისოლა და ედმონია ლევისი. 

 

რა თქმა უნდა, არსებობენ მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი ქალები, რომელთა ნამუშევრებიც ისევეა ცნობილი და აღიარებული როგორიც მათი კოლეგა მამაკაცების ნამუშევრები.  პირველ რიგში ესენია ფრიდა კარლო, შემდეგ შესაძლოა მარინა აბრამოვიჩი და არტემისია გენტილეში. მიუხედავად ამისა, ამ სამ ხელოვან ქალს არ შეუძლია მამაკაცების დომიმანტი მსოფლიო ხელოვნების სფეროსა და ქალი ხელოვნებს შორის უფსკრულის აღმოფხვრა. ეს იგივე იქნებოდა რაც მომღერალ ბიონსეს გამოყენება სისტემური ჩაგვრისა და რასიზმის უარყოფისთვის. 

 

მაგრამ რატომ არის ასე? რატომ არიან ქალები ნაკლები როლის შემსრულებლები ისტორიის შექმნაში? ირონიულია ეს ფაქტი, რადგანაც უმრავლესობა ფიქრობს და სჯერა რომ ქალები უფრო მეტად არიან კრეატიულები და სენსიტიურები (ეს ორი მახასიათბელი ხელოვნების შექმნაში გადამწყვეტ როლს ასრულებს) ვიდრე მამაკაცები. ეს შეხედულება ხშირად გამოიყენება ქალებისთვის ტექნუკურ სფეროებში დისკრიმინაციისათვის. მოუხედავად ქალების კრეატიულობისა, ხელოვნება მაინც არ იყო მათთვის ხელმისაწვდომი. 

 

თუკი ჩვენ ხელოვნებას მოვიაზრებთ როგორც ძალაუფლების ერთ-ერთ საკითხს, მაშინ ადვილი გასაგები იქნება ქალების სისტემური განცალკევება ამ სფეროსგან მსგავსად ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობის მსოფლიო ხელოვნებისგან გამიჯვნისა. მეორე მხრივ, ქალები ყოველთვის მოიაზრებოდნენ იმ ძალად, რომელსაც სიცოცხლის შექმნა შეუძლიათ, მიუხედავად ამისა ეს სიცოცხლის შექმნის ძალა ქალებისთვის მხოლოდ ბავშვების დაბადებაში გამოიხატებოდა და ქალებს ასწავლიდა თავიანთ ერთადერთ ადგილს საზოგადოებაში. 

 

ქალების როლი ხელოვნებაში არ არის მხოლოდ თანამედროვეობის განხილვის საგანი. ეს საკითხი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე აქტიურად განიხილება. პირადად ჩემი დაინტერესება ამ საკითხით გამოიწვია პარტიზანი გოგოების ნამუშევრებმა. ეს იყო ანონიმური ჯგუფი, რომელმაც საქმიანობა ნიუ იორკში დაიწყო 1985 წელს. ჯგუფის წევრები ატარებდნენ გორილას ნიღაბს და აპროტესტებდნენ მამაკაცების მიერ მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების დომინანტობას. ქალები მართალია ხელოვნების განუყოფელ ნაწილს ყოველთვის შეადგენდნენ, მაგრამ როგორც ობიექტები და არა შემოქმედები. 

 

შესაბამისად, ჩვენ არამარტო ხელოვნებაში მოღვაწე ქალების არასაკმარის წვდომაზე რესურსებთან და პრივილეგიებზე უნდა ვისაუბროთ, არამედ ჩვენ გვჭირდება გავაცნობიეროთ თუ როგორ არის საკითხი გადაჯაჭვული ქალების ობიექტივიზაციასა და სექსუალიზაციასთან. ამ საკითხზე მახსენდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელოვანის, იმპრესიონისტი მხატვრის ავგუსტე რენოირის გამონათქვამი: “მიმაჩნია რომ ქალი მწერლები, ადვოკატები და პოლიტიკოსები როგორც მონსტრებად და არაუმეტეს ხუთფეხიან არსებებად. ქალი მხატვარი სისულელეა, მაგრამ მხარს ვუჭერ მომღერალ ან მოცეკვავე ქალს”. მადლობა ავგუსტე თქვენი შენისანიშნავი მხატვრული ნამუშევრებისათვის, ალბათ?!

Post Author