contactzine

ქვიარ აქტივიზმის რეალობა ბელორუსიაში

არჩევნების გამო ბელორუსიაში მიმდინარე არეულობიდან გამომდინარე თუკი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ხარ შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი გახდე ქუჩაში. მაგრამ მიმდარე პროტესტის მონაწილე ქვიარ აქტივისტები ორმხრივად არიან შევიწროვებული, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიერ. Politico Europe-ს ინტერვიუს დროს ბელორუსეილმა ქვიარ აქტივისმა ანდრეი ზავალეიმ ხაზი გაუსვა თავის გამოცდილებას პროტესტის დროს: „რეზინის ტყვიები, ცრემლადენი გაზი, წყლის ჭავლი… როდესაც ამ მომენტებზე ვფიქრობ, მაშინ განვიცდიდი შიშს, შოკს და ტერორს, მაგრამ ეს გრძნობები ჩემთვის არ არის უცხო. მსგავსი დაუცველობის გრძნობა ბევრჯერ მქონია. ჩემი „პიდორის“ ოჯახისთვის ეს საკმაოდ ცნობილი ვითარებაა.

„პიდორი“ ჰომოფობიური მეტსახელია. მის ნაცვლად უნდა გამოიყენებოდეს სიტყვა „ქვიარი“, რომელიც პოლიტიკურად სწორი და მსოფლიოში მიღებული ტერმინია. მაგრამ ჰომოფობიურ ბელარუსში, „ქვიარი“ არ ნიშნავს არაფერს გარდა ლგბტ- საზოგადოების პრივილიგირებული ნაწილისა.

ბელორუსიაში ქვიარ აქტივისტები ყოველდღიურად ებრძვიან უსამართლობას. თუმცაღა უკანასნკელ არჩევნებამდე, ეს აქტივისტები პროტესტს წყნარადად და შეუმჩნევლად გამოხატავდნენ. ახლა ქვიარ აქტივისტები მართალია შეუმჩნეველ, მაგრამ პრეზიდენ ალექსანდე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

 მიუხედავად იმისა რომ ბევრი ქვიარ აქტივისტი მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაის, აქტივისტები მაინც ვერ ბედავენ ცისარტყელა დროშებით პროტესტს. თუკი ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ იმავე პროტესტის ბევრი მონაწილე არცთუ მეგობრული იქნება მათდამი, რბილად რომ ვთქვათ.  უფრო მეტიც, თუკი ცისარტყელას დროშები იქნება გამოყენებული მარშის დროს, მთავარობა ამას გამოიყენებს იმასთვის რომ მთლიანად პროტესტი დახატოს როგორც გარყვნილი დასავლეთის მართული და წარმოადგინოს პროტესტის მონაწილეები როგორც „ტრადიციული“ ოჯახის ღირებულებების მოწინააღმდეგებად.

 ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოქცეული ბელორუსიული ჰომოფიური წინასწარ განწყობები კვლავ ძალიან ძლიერია. მართალია ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინიზილაცია მოხდა 1994 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ გეი, ლესბი, ბი, და ტრანსგენდერი ადამიანებების უფლებების დაცვა კვლავ უკიდურესად შეზღუდულია და ჰომოსექსუალიზმი კვლავ რჩება ტაბუდადებულ თემად ბელორუსიულ საზოგადოებაში.

ლგბტ საჯარო ასოციაციის დაფუძნებლოს ბოლო მცდელობა 2013 წელს იყო. მაშინ იუსტიციის დეპარტამენტმა უარყო აპლიკაციის განაცხადი, რაც დაადასტურა უზენაესმა სასამართლომ იმ საბაბით რომ არ იყო საჭიროება მსგავსი ორგანიზციის შექმნის, ვინაიდან კონსტიტუცია ისედაც იცავს უმცირესობებს.

 ერთი წლის შემდეგ  გეი არქიტექტორს მიხაილ პიშევსკის თავს დაესხნენ მინსკში. ის იმდენად ნაცემი იყო რომ ექიმები იძულებული იყვნენ მისი ტვინის 20% ამოეღოთ, რათა პაციენტი გადაერჩინათ. მიხაილი არ გამომჯობინდა და ვერც გონებაზე მოვიდა და თავდასხმიდან რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. მოსამართლემ გადაწყვიტა რომ დანაშაული არ მოხდა ჰომოფობიური მოტივების წყალობით, მიუხედავად იმისა რომ შემთხვევა გეი ღამის კლუბის წინ მოხდა და თავდასხმელმა მიხაილს „პიდორი“ უწოდა. 

ბელორუსიის მეინსტრიმ მედია ლგბტ საკითხებზე ყურადღებას არ ამახვილებს. გეი ცხოვრება უმეტესად ისევ მიწისქვეშეთშია და ბელორუსელთა უმეტესობა, მათ შორის ისინი ვინც ევროკავშირთან მეტი დაახლოევების მომხრეა, ჰომოსექსუალობას გადახრად მიიჩნევს.

არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერმა  პოლიციის შენობის კედლებზე დაწერეს „წადით, პიდორებო“. სპეციალური შეიარაღებული ძალები (სილოვიკიმ) კი ყვიროდნენ „მუხლებზე, პიდორებო“ აქციის მონაწილეთა დაკავებისა და ცემის დროს.  ლგბტ საზოგადოებას ორი საომარი ფრონტი აქვს. მათ ყოველთვის ორი დროშა აქვთ – ერთი დემოკრატიისათვის და მეორე ლგბტ საზოგადოებისათვის.  16 აგვისტოს კვირას ყველაზე მასშტაბური აქციის დროს, როდესაც ათი ათასობით ბელორუსიელი გამოვიდა ქუჩაში, ლგბტ საზოგადოებამ ასევე გამოფინა ცისარტყელას დროშები. რა თქმა უნდა, იყო გაბრაზებული გამომეტყვლები, ზოგიერთი ხალხი ცდილობდა მათ შეჩერებას, მიუხედავად ამისა ქვიარ აქტივისტებმა მარში გააგრძელეს.