contactzine

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ლიდერობა

„ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია“ – გენდერულ უთანასწარობაზე საუბრისას, ქართველთა უმრავლესობა ამაყად ციტირებს ნაწყვეტს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელიც ქართული ლიტერატურის შედევრადაა მიჩნეული.

გენდერული თანასწორება ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი პირობებისა და ცხოვრებისეული შანსები ქონას გულისხმობს თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, ისევე როგორც თანაბრად მონაწილეობას პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური,  კულტურული განვითარების პროცესებში. თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით.

შოთა რუსთაველის პოემა ნათლად წარმოაჩენს, რომ გენდერული თანასწორობის იდეა უცხო არ იყო ქართული საზოგადოებსთვის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. ქალის მეფედ ყოლა კიდევ ერთი ფენომენია ქართულ ისტორიაში. თამარ მეფე ფართოდ არის მიჩნეული როგორც ძლევამოსილი მონარქი. მისი მმართველობის პერიოდში, საქართველოს ოქროს ხანა უდგა. 

რატომაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მნიშვნელოვანი დღეს?

სამართლიანობის არგუმენტი. ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. სამართლიანია,  რომ ისინი პოლიტიკური თანამდებობების ნახევარს ფლობდნენ.

გამოცდილებაზე დამყარებული არგუმენტი. ქალებს განსხვავებული გამოცდილებები აქვთ და პოლიტიკურ პროცესებში ამ გამოცდილებების გასათვალისწინებლად აუცილებელია ქალების პოლიტიკური რეპრეზენტაცია. 

ინტერესებზე დამყარებული არგუმენტია.  ქალებსა და კაცებს   ხშირად განსხვავებული ხედვა და ინტერესები აქვთ და ამიტომ მამაკაცებს არ შეუძლიათ ორივე სქესის ინტერესების რეპრეზენტაცია.  

სიმბოლური არგუმენტი.  ქალი პოლიტიკოსის არსებობა მნიშვნელოვანია სხვა ქალებისთვის, ის ერთგვარი მისაბაძი მაგალითია, როლური მოდელი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობისათვის და რაც ხელს შეუწყობს ქალების პოლიტიკური რეპრეზენტაციის გაზრდას. 

დემოკრატიის იდეაზე დამყარებული არგუმენტი.   ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობა ზრდის მმართველობის დემოკრატიზაციის დონეს და მოსახლეობის კეთილდღეობას.

                                            მოკლე ისტორიული რესტროსპექტივა

1918 წლის 26 მაისს, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პირველმა რესპუბლიკამ „შინ დააწესა სრული სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, რწმენისა და მდგომარეობისა“. 

ფარი-ხანუმ სოფიევა პირველი დემოკრატიულად არჩეული მუსლიმი დეპუტატი ქალია მსოფლიოში, რომელიც 1918 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საბჭოს წევრად აირჩიეს.  

„ხმა ქართველი ქალისა“ ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი იყო, რომელიც 1917-1918 წლებში გამოდიოდა ქუთაისში. გამოცემა უმთავრეს მიზნად აცხადებდა „დაქსაქსულ ქალთა ძალის“ გაერთიანებას ქვეყნის საკეთილდღეოდ და ქალთა უფლებების დაცვას, „ბრძოლას ქალის „ადამიანური პიროვნების აღდგენისათვის და სამშობლოს უფლებისათვის“. 

„ხმა ქართველი ქალისა“ მხარს უჭერდა სუფრაჟისტულ მოძრაობას და თანმიმდევრულად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. გაზეთი მოითხოვდა ქალის პოლიტიკური უფლებების აღდგენას, მის მამაკაცთან უფლებრივ გათანაბრებას, ქალთა საარჩევნო ხმის უფლების დაკანონებას და მის მონაწილეობას საკანონმდებლო საქმიანობასა და თვიმმართველობაში, ასევე, სახელფასო ანაზღაურების თანასწორობას თანაბარი შრომისათვის, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სქესობრივი პრივილეგიის გაუქმებას, ორივე სქესის თანაბარი განათლების უფლებას და სხვა.

დემოკრატიის  ყველაზე  გაფართოებული  ცნება  არის –  ხალხის მმართველობა,  და  ამ  ხალხში   მოიაზრებიან  ქალები და კაცები.   შესაბამისად  სამართლიანი იქნებოდა,  რომ  ქალები თანაბრად ღებულობდნენ  მონაწილეობას  პოლიტიკურ პროცესებში. 

მიუხედავად იმისა,  რომ  ცესკოს  მონაცემებით ამომრჩევლის 53,7%  პროცენტი  ქალია,  ქალები სათანადოდ  არ არიან  წარმომადგენილი გადაწყვეტილების  მიღების  დონეზე – პარლამენტში, ადგილობრრივ  თვითმართველობის   დონეზე, აღმასრულებელ  ხელისუფლებაში. ეს  კარგად  ჩანს  ციფრებში, სტატისტიკაში. 

ქალების არასაკმარისი  მონაწილეობა განაპირობებს   დემოკრატიზაციის  „ მამაკაცურ სახეს“  ანდა „მამაკაცურ  დემოკრატიას“ არასრულს,  და მიკერძოებულ  დემოკრატიის   ფორმას.

რა შესაძლებლობები  და მექანიზმები არსებობს საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობისათვის? 

გენდერული კვოტა წარმოადგენს ხელისუფლების ორგანოებში ქალისა და მამაკაცის წარმომადგენლობის დაკანონებულ დონეს. 

გენდერული კვოტის მთავარი იდეაა, რომ არსებითად გაზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, არ მოხდეს მათი იზოლაცია ამ პროცესებიდან. 

გენდერული კვოტა სასურველ შედეგს იძლევა მხოლოდ სხვა მექანიზმებთან (კანონმდებლობა, საარჩევნო სისტემა, პარტიული პროცესები, პარლამენტის გავლენა და ავტორიტეტი, მასმედიის საშუალებები და სხვ) ერთიან კომპლექსში. მხოლოდ ერთიან კომპლექსში არის შესაძლებელი მიღწეული იქნეს პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალური გენდერული თანასწორობა და არა მხოლოდ ფორმალური, „პროცენტული“ მონაწილეობა. 

                                                  გენდერული კვოტის სახეები

სავალდებულო ხასიათის კვოტები – წარმოადგენს კანონით დადგენილ კვოტას, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა;

ნებაყოფლობითი კვოტები – ასეთი კვოტები შეიძლება იყოს როგორც კანონით დადგენილი, ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ აღიარებული, რომელთა დაცვა და შესრულება დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების ნებაზე.

რეზერვირებული ადგილები – გულისხმობს ქვეყნის პარლამენტში გარკვეული რაოდენობის ადგილების წინასწარ გამოყოფას მხოლოდ ქალებისათის

საკანონმდებლო კვოტები – ავალდებულებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს საარჩევნო სიებში შეიყვანონ არანაკლებ კანონით დადგენილი რაოდენობის ქალი კანდიდატები

BBC-ის პროექტის „რამდენად თანასწორი ხართ?“ (“How equal are you?”) თანახმად, გენდერული განსხვავება საქართველოში საშუალოა და 82/145 ადგილზეა. აღნიშნული ციფრები ემყარება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ყოველწლიურ ანგარიშს „გლობალური გენდერული განსხვავებების“ შესახებ, რომელიც ქვეყნებს იმის მიხედვით ზომავს, თუ სად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ქალებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულად მონაწილეობის მიღების კუთხით და აგრეთვე, რამდენად თანაბარია განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 

საქართველოს ნამდვილად შეუძლია ამაზე უკეთესი შედეგი ჰქონდეს გენდერუ