contactzine

ფერებით დაპროგრამებული საზოგადოება

არის თუ არა ფერების მიმართ სხვადასხვა გენდერული დამოკიდებულება?

როდესაც საუბარია ფერების მიმართ სტერეოტიპებზე, რთულია თავი აარიდო ლურჯის და ვარდისფერის ასოციაციას გარკვეულ გენდერთან. იმ შემთხვევაშიც კი თუ მე ამ შეხედულებას არ ვიზიარებ, საზოგადოება მაინც ამ წინასწარ შეხედულებებს უნერგავს ახალგაზრდა თაობებს.

ის ფაქტი რომ ჩვენ უზარმაზარი კომერციული გათვლების მონაწილე ვართ, როდესაც ბავშვთა პროდუქტებზეა საუბარი ცხადია. ლურჯი ფერი ბიჭებისათვის და ვარდისფერი გოგონებისათვის. ფერების მიმართ წინასწარი განწყობა ადამიანის დაბადებამდეც კი იწყება.

კვლევები ადასტურებს რომ გოგოები თანაბრად ატარებენ როგორც ვარდისფერ, ისე ლურჯი ფერის ტანისამოსს, მაშინ როდესაც ბიჭების შემთხვევაში ეს ასე არაა. გენდერების შორის თანასწორობს გასავითარებლად ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში უნდა მოვახდინოთ ვითარებას გათანასწორება, სტერეოტიპების აღმოფხვრა, მათ შორის ფერების მიმართაც. ახალგაზრდა თაობას არ უნდა სჯეროდეს რომ გენდერებს გარკვეული ფერები შეესაბამება მხოლოდ. ამ წინასწარ განწყობამ შესაძლოა ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ შეხედეულებამდეც კი მიიყვანოს ადამიანი, რაც ჩვენ რეალობაში ცხადია დღეს.

სულ უფრო და უფრო პოპულარული გენდერული კვლევები ადასტურებს რომ ორი წლის ასაკამდე ბიჭებსა და გოგოენბს შორის არ არსობებს ფერთა გემოვნებაში განსხვავება. როდესაც ეკითხებოდნენ ბავშვებს თავიან საყვარელ ფერებზე, ვარდისფერი სულაც არ იყო პირველი სიაში. მაგრამ როგორ და როდის გახდა ვარდისფერი უფრო მეტად გოგოური და ფემინური?

პირველ რიგში, ფერი გამოიყენება კომერციულ პროდუქტებში. მეორე რიგში, ვარდსიფერი არ იყო არასოდეს ისეთი პოპულარული, როგორიც დღესაა. ეს ნაწილობრივ გამოიწვია იმან, რომ ფენიმისტურმა ჯგუფებმა აქტიურად დაიწყეს გენდერული თანასწორობაზე საუბარი და ისინი ხშირად იყენებდნენ ვარდისფერს. ამ ასპექტებმა გამოიწვია ამ ფერის პოპულარულობა. შედეგად ვხედავთ რომ ფერების მიმართ წინასწარ განწყობები ქმნის საზოგადოებრივ სტერეოტიპებს სხვადასხვა გენდერისთვის, რისი აღმოფხვრაც აუცილებელია.