contactzine

სელექციური აბორტი და მისი შედეგები

რა არის და რისი გამოწვევა შეუძლია სელექციურ აბორტს? სელექციური ან შერჩევითი აბორტი  ნაყოფის სქესის მიხედვით ჩატარებულ აბორტს ნიშნავს.   დაბადებამდე სქესის განსაზღვრა და სქესის მიხედვით ოჯახის დაგეგმვა კულტურულ ფენომენად შეგვიძლია აღვიქვათ რომელიც ქვეყანაში გენდერული დისბალანსის ერთი-ერთი გამომწვევი მიზეზია. 

 გაეროს მოსახლეობის ფონდმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოში ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით  საქართველოში სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლებში, დაახლოებით 25 000 გოგონა გაქრა. აღნიშნული რიცხვები საგანგაშო მაჩვენებელს წარმოადგენს.

საქართველოში სელექციურ აბორტს ძირითადად შემდეგი მიზეზები განაპირობებს:

  • საზოგადოებაში დამკვიდრებულია ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება,  რაც ნიშნავს იმას, რომ  ბიჭი-შვილი უფრო „ფასეულია“.
  • 90-იანი წლებიდან მოყოლებული შობადობის კლება, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონით, რაც არ აძლევს ოჯახებს საშუალებას იყოლიონ რამდენიმე ბავშვი და შესაბამისად მშობლები არჩევანს მამრობით სქესზე აკეთებენ.
  • ჯანმრთელობის დაცვის კანონის 140-ე მუხლის მიხედვით, ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში აბორტის გაკეთება დამოკიდებულია მხოლოდ ორსული ქალის სურვილზე.  რეპროდუქციულ ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა შესაძლებელს ხდის ნაყოფის სქესის დადგნას ორსულობის ადრეულ სტადიაზე, მაშინ როდესაც აბორტები ჯერ კიდევ კანონიერად არის შესაძლებელი.სელექციურ აბორტს აქვს უარყოფითი სოციალური შედეგები როგორიცაა გენდერული დისბალანსი, ფემიციდი და დემოგრაფიული პრობლემები.