contactzine

საშინაო საქმის გენდერული განაწილება

ოჯახში საშინაო საქმის გენდერულ განაწილებაზე დიდ გავლენას ახდენს კულტურა და საზოგადოებაში არსებული რწმენა-წარმოდგენები. ტრადიციულად პატრიარქალურ საზოგადოებაში საშინაო შრომა ქალების მოვალეობად იყო მიჩნეული, მამაკაცები კი სახლის გარეთ მუშაობდნენ და ოჯახის მარჩენალის როლში გვევლინებოდნენ. 

საშინაო შრომის მსგავსი დანაწილება დღესაც მყარადაა ფესვგადგმული საზოგადოებაში. ამასთანავე, სახლში შესასრულებელი საქმეების გარდა, ქალებს ასევე უწევთ ემოციური შრომა, კერძოდ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ზრუნვა. ასევე, ქალების მოვალეობას შეადგენს ოჯახის მოხუც წევრებზე ზრუნვა, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლა, ნათესავების მონახულება და ა.შ..

აღსანიშნავია, რომ აუნაზღაურებელ საშინო შრომაში ჩართულნი არიან როგორც დიასახლისები, ისე დასაქმებული ქალები, რომლებსაც ფაქტობრივად 2 ცვლაში უწევთ მუშაობა. შედეგად, ქალებს არ რჩებათ თავისუფალი დრო საკუთარი თავისა და განვითარებისთვის.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დღესდღეობით ქალები კვავაც ვერ ახერხებენ საშინო შრომის ვალდებულებისაგან თავის დაღწევას.