contactzine

რატომ აქვთ მამაკეცებს ქალებზე უფრო მეტი ხელფასი

გენდერული უთანასწორობა ჩვენი დროის ძალიან რელევანტური თემაა, რომელიც თავს იჩენს ჩვენი ცხოვრების ბევრ სფეროში. გენდერის საკითხი არ შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც სამუშაო ადგილია. ამჟამად, ქალები სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობის, ხელფასების, პოზიციების მიმართ უფრო შეზღუდულები არიან. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ქალებს დასაქმების უფრო ნაკლები შანსი აქვთ და მათი ხელფასებისიც ჩამორჩება მამაკაცების ხელფასებს. სტატისტიკის მიხედვით, კაცები 20 %-თ მეტს გამოიმუშავებენ ქალებზე – ეს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანასა და ამერიკაშია.  

ამას თავისი ისტორიული მიზეზები აქვს: შრომის ბაზარზე ქალების მასიური ხელმისაწვდომობა დაიწყო დაახლობით 50 წლის წინ. მანამდე ოჯახის მთავარი წამყვანი სამუშაო ძალა კაცი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია იცვლება ნელ-ნელა, გენდერული სტერეოტიპები კვლავ მძლავრია საზოგადოებაში და გავლენას ახდენს ქალთა დასაქმების შესაძლებლობებზე. 

ჩატარებული ანალიზები ცხადყოფს რომ ქალთა დასაქმების დონე და მათი ხელფასების რაოდენობა 20%-თ ჩამორჩება მამაკაცების ხელფასების ოდენობას. რუსეთსა და ბელორუსში, ქალებს ეკრძალებათ ზოგიერთი სამუშაო ადგილის დაკავება. ეს წესი საბჭოთა კავშირიდან იღებს სათავეს, რომელიც „ზრუნავდა“ ქალთა ჯანმრთელობაზე. ქალებს არ აქვთ არჩევანის უფლება. მაგრამ რა ხდება კი ქალი არ აპირებს დაქორწინებას და ბავშვების ყოლას?

სამუშაო ადგილებში გენდერული უთანასწორობის შემნარჩუნებელი მთავარი მიზეზი, როგორც ჩანს, სტერეოტიპები და საზოგადოებაში გენდერული როლების განაწილების ტრადიციული იდეაა.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ იმის მიუხედავად რომ ქალმა და კაცმა შესაძლოა დაიწყოს ერთი და იმავე პოზიციაზე მუშაობა, კაცები ხშირად უფრო მაღალ ხელფასს იღებენ. გავრცელებულია სტერეოტიპი რომ კაცი წამყვანი გონებაა და მან უფრო მეტი უნდა გამოიმუშავოს ქალზე.  სამწუხაროდ, რუსეთში და არამარტო, საოჯახო საქმე და ბავშვების მზრუნველობა მხოლოდ ქალს ავალია. ძალიან ცოტა მამაკაცია მზად გაიზიაროს ეს პასუხისმგებლობა, შედეგად ქალები ხდებიან დიასახლისის სტერეოტიპების ტყვეები, რომლებსაც ავალიათ სახლის მოვლა.

 მეორე რიგში განსხვავებულია კარიერული დაწინაურების შესაძლებლობები. ქალები ხშირად აწყდებია „შუშის ჭერის“ ეფექტის პრობლემას: როდესაც ისინი მიაღწევენ კარიერული ზრდის გარკვეულ ეტაპს, მათ აღარ ეძლევათ დაწინაურების ახალი შანსი. ეს თვალით დაუნახავი ბარიერია: უმაღლეს პოზიციებზე მხოლოდ კაცები უნდა იყვნენ არჩული. თუკი დავაკვირდებით დიდი კომპანიების წამყვან მენეჯმენტ პოზიციებს დავინახავთ რომ უმეტესად ამ პოზიციებს კაცები იკავებენ, მაშინ როდესაც მათი მოადგილეები ქალები არიან. არსებობს სტერეოტიპი რომ ქალები უფრო ცუდი ლიდერები არიან, ვიდრე მამაკაცები. ამავე დროს, კომპანიამ შესაძლოა იფიქროს რომ თუკი ახალგაზრდა ქალი დაიკავებს მაღალ პოზიციას, მან შეიძლება ეს პოზიცია ახლო მომავალში დატოვოს ორსულობის და მშობიარობის გამო.

პენი ლეინის პიარის დეპარტმენტის ხელმძღვანელი ლარისა ჩუგუევსკაია ამ თემაზე აღნიშნავს რომ „ ნამდივლად, გენდერი გავლენას ახდეს ხელფასის რაოდენობაზე. ბიზნესი წინასწარ ადგენს თამაშის რთულ წესებს, რომელსაც ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ქალები ვერ მოერგებიან. ამის მიზეზი სოციალური წესრიგი და სისტემაა, მოხმარების ფილოსოფია, ეროვნული მენტალობა და ქალების დანახვა, როგორც სახლის მომვლელებად“.

საბოლოოოდ, სტერეოტიპებს რომ თავი გავანებოთ, არსებობს ასეთი ფენომენი „დაბრალების ფენომენი“, რომელზეც ბევრი ნაწარმოებია დაწერილი. ეს ფენომენი აღწერს რომ ქალები უფრო ნაკლებად არიან თვითდაჯერებულები თავიანთ უნარებსა და პროფესიონალიზმში სამუშაო სივრცეში, და ფიქრობენ რომ არ არიან საკმარისად კარგები მაღალ პოზიციებზე დასაწინაურებლად და უკეთესი ხელფასისთვის. ახლაც კი ამ ფენომენს ბევრი ცნობილი და წარმატებული ქალი აღიარებს.