contactzine

რას ფიქრობენ საშუალო ასაკის მქონდე ადამიანები კლიმატის ცვლილების შესახებ?

Სად ცხოვრობ?

თბილისი, საქართველო

Რამდენი წლის ხარ?

38 წლის

რას ნიშნავს თქვენთვის ტერმინი „კლიმატის ცვლილება“?

კლიმატის ცვლილება იწვევს გლობალურ დათბობას, ყინულოვანი საფარის დნობას, რაც არ იქნება ზოგადად კაცობრიობისთვის კარგი შედეგების მომტანი, გაიზრდება სიკვდილიანობა

 

როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი საზოგადოების პრობლემაა?

რასაკვირველია ეს არის პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის. თბილისში  პირველ რიგში დაბინძურებულია ჰაერი, მცირდება მწვანე ზონები უკონტროლო მშენებლობების გამო. ასევე, აღსანიშნავია გადატვირთული გზები, გაუმართავი ტრანსპორტი, რაც საკმაოდ აბინძურებს გარემოს. შეუძლებელია ცენტრალურ უბნებში ცხოვრება, ბავშვებისთვის არ არის გარემო, სადაც შეძლებენ ითამაშონ უსაფრთხოდ. ამასთანავე, დაბინძურებულია ნიადაგი, რის შედეგადაც ვიღებთ არაჯანსაღ  საკვებს.  საბოლოოდ, ყოველივე ეს იწვევს  არაერთ დაავადებას

 

იღებთ თუ არა ზომებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად?

დიახ, ვცდილობ შეძლებისდაგვარად. მყავს ჰიბრიდი მანქანა, რითაც ვცდილობ ნაკლებად დავაბინძურო ჰაერი. ასევე ზედმეტად არ მოვიხმარ ელექტროენერგიას და წყალს. ამასთანავე, არ ვაბინძურებ გარემოს, არ ვყრი ნაგავს ქუჩაში. ვცდილობ გამოვიყენო ქაღალდის პარკები, ნაცვლად ცელოფნის პარკებისა

გადაამუშავებთ?

დიახ, ვაბარებ ძველ წიგნებს და ქაღალდებს გადასამუშავებლად

იყენებთ პლასტმასის ბოთლებს?

ვცდილობ არ გამოვიყენო პლასტმასის ბოთლები და გამოვიყენო შუშის ბოთლები. ასევე ვიყენებ მუყაოს ერთჯერად ჭიქებს. თუმცა არის გამოუვალი სიტუაციები, როდესაც პლასტმასის ჭურჭელს მოვიხმარ

უფრთხილდებით საკვების ნარჩენებს?

ნარჩენ საჭმელს ყოველთვის ვინახავ და ვკვებავ ეზოს ძაღლებს

 

იყენებთ ავტობუსებს ან მანქანით გადაადგილებისთვის?

მყავს ჰიბრიდი ავტომობილი, მაგრამ ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ხშირად ვსეირნობ

 

შეგიძლიათ იფიქროთ თქვენს საზოგადოებაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ერთი ან მეტი ფენომენის შესახებ?

მაგალითად,  ბოლო პერიოდში ხშირად არის სეტყვა, რაც ანადგურებს მოსავალს და ზიანს აყენებს ადამიანებს. მახსენდება რამდენიმე შემთხვევა წყალდიდობის, რის შედეგადაც დაიტბორა სახლები და დაზარალდა მოსახლეობა. ასევე, ბოლო პერიოდში ხშირია ჭუჭყიანი წვიმები

როგორ ფიქრობთ, არის სიტუაციის გაუმჯობესების გზა? თუ არა: რატომ? თუ კი; რომელი?

დიახ, პირველ რიგში უარი უნდა ვთქვათ ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე და ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე. უნდა წავახალისოთ ველოსიპედების და საზოგადოებრივი  ტრანსპორტის გამოყენება. ამასთანავე, საჭიროა ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება, რომ არ დაანაგვიანონ გარემო.  ასევე საჭიროა გავზარდოთ მწვანე ზონები, დავრგოთ ხეები და მცენარეები. განვავითაროთ მეურნეობა და მოვიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული.  ასევე, ახალ წელს არ გავუშვათ ფეიერვერკები!