contactzine

რას ფიქრობენ პენსიონერები კლიმატის ცვლილებაზე?

ინტერვიუ #1

Სად ცხოვრობ?

წნორი, კახეთი, საქართველო

Რამდენი წლის ხარ?

67 წლის

რას ნიშნავს თქვენთვის ტერმინი „კლიმატის ცვლილება“?

კლიმატის ცვლილება ნიშნავს გარემოს ცვლილებას უარყოფითი მნიშვნელობით, რაც სახიფათოა ყველასა და ყველაფრისთვის. 

როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი საზოგადოების პრობლემაა?

ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ტყის საფარის შემცირება, გვალვა, მოსავლის განადგურება, წყალმოვარდნები (მდინარე ალაზანი)

 

იღებთ თუ არა ზომებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად?

მე არ ვაბინძურებ გარემოს და წყალს, ასევე როდესაც არის გვლავა ყოველთვის ვრწყავ ჩემს ბაღებს და ეზოს

 

გადაამუშავებთ?

Არა

 

იყენებთ პლასტმასის ბოთლებს?

ძირითადად მე არ ვიყენებ პლასტმასის ბოთლებს, ისინი ჩავანაცვლე შუშის ბოთლებით, მაგრამ არის შემთხვევები, თუმცა იშვიათად, როდესაც ვიყენებ პლასტმასის ბოთლებს.

 

უფრთხილდებით საკვების ნარჩენებს?

დიახ, მე არასოდეს ვყრი საკვებს, ვაჭმევ ჩემს შინაურ ცხოველებს.

 

იყენებთ ავტობუსებს ან მანქანით გადაადგილებისთვის?

მე არ მყავს მანქანა, მიყვარს სეირნობა ფეხით, დიდ მანძილზე გადაადგილების შემთხვევაში კი ვიყენებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. 

 

შეგიძლიათ იფიქროთ თქვენს საზოგადოებაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ერთი ან მეტი ფენომენის შესახებ?
დიახ, მაგალითად კახეთში სეტყვის გამო ბევრი ვენახი და ბაღი განადგურდა. ასევე, ვიცი შემთხვევები, როდესაც მდინარე ალაზანის ადიდების გამო დაიტბორა სახლები და მოსავალი, განადგურდა ინფრასტრუქტურა.

როგორ ფიქრობთ, არის სიტუაციის გაუმჯობესების გზა? თუ არა: რატომ? თუ კი; რომელი?
დიახ, არსებობს გამოსავალი. მაგალითად, ჩვენ უნდა დავრგოთ ხეები და მცენარეები, არ დავანაგვიანოთ გარემო. ასევე, საჭიროა ჩანაცვლდეს ძველი ბენზინზე მომუშავე მანქანები, ახალი ელექტრო მანქანებით. ყოველივე ეს დაიცავს ატმოსფეროს გამონაბოლქვისაგან.

ინტერვიუ # 2

რამდენი წლის ხართ?

60 წლის.

სად ცხოვრობთ?

მე დავიბადე და გავიზარდე აქ, ვლადიკავკავში. ახალგაზრდობაში ხშირად დავმოგზაურობდი სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ეს მაინც სულ სხვაა. Აქ მშობლიური მთებია, მშობლიური სილამაზე.

მოგწონთ აქაური კლიმატი? 

ძალიან მომწონს. მაგრამ, შეიძლება იმიტომაც, რომ მივეჩვიე მას და კომფორტულად ვარ აქ.

გრძნობთ ბოლო წლებში კლიმატში რაიმე ცვლილებებს? 

მხოლოდ იმას, რომ მეტად დათბა. ადრე ახალ წელს ქარბუქები იცოდა, თოვლს რამდენიმე სანტიმეტრზე დებდა, ახლა კი საშინელებაა! წინა ახალ წელს მზე აჭერდა! დიახ, ტემპერატურა საკმაოდ შეიცვალა…

თვლით ამას პრობლემად? 

ალბათ…იცი რა, იცვლება ჩვეული ყოფა და ამას უნდა შევეგუოთ. მახსოვს, როგორ აკეთებდნენ ჩემი შვილები თოვლის ბაბუებს, საკმაოდ დიდებს, ახლა კი ჩემი შვილიშვილები თოვლს წესიერად ვერც კი ხედავენ…გარკვეულწილად დასანანია.

თქვენ როგორ ეპყრობით გარემოს? იღებთ რამე ზომებს მის დასაცავად? 

და რა ზომების მიღება შემიძლია? ნაგავს ძირს მე არ ვყრი, ვცდილობ რომ ფეხით ვიარო სულ. მე აღარ ვარ ახალგზრდა, რთულია, რამეზე გავლენა მოვახდინო. შესაძლოა, დახმარება ჩემგან არანაირია ამ სიტუაციაში, მაგრამ პრობლემებსაც არ ვქმნი. ვცხოვრობ ღირსეულად იმედი მაქვს, ჩვენი ახალგაზრდა თაობა შეძლებს, რომ ცხოვრება თავისთვის  გაიუმჯობესოს.