contactzine

რას ფიქრობენ ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებაზე?

ინტერვიუ #1

რამდენი წლის ხართ?
20 და 23  

 

სად ცხოვრობთ?

 

ზ: ვლადიკავკაზში. მაგრამ ხშირად ჩავდივართ ბაბუასთან ცხინვალში. იქაც მაგარია. ზოდადად, ოსეთში ყველგან კარგია.

დ: კი, ოსეთი ლამაზია. 

 

კლიმატის ცვლილება – დაინტერესებულხართ ამ თემით? 

დ: ოუ, გლობალური მასშტაბის პრობლემაა. 

ზ: პლანეტა დასნებოვნებულია, ხოლო ადამიანები – მასში არსებული ვირუსი. 

დ: ზუსტად. ჩემთვის ძალიან აგამღიზიანებელია ეს პლასტმასის თემა და რომ მისგან ზარალდება ოკეანე და ცხოველები. რატომ არიან ადამიანები ასეთი უპასუხისმგებლონი და რატომ ჰგონიათ, რომ მათ ყველაფერი შერჩებათ? 

ზ: მე მგონია, რომ ადამიანები გაანადგურებენ ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებათ უკანასკნელ მომენტამდე, როსედაც წამიერად გაიაზრებენ, რომ ისინი თავისივე, სიბინძურეში დაუღუპებიან.

დ: უხეშად ჟღერს, მაგრამ ეგრეა. 

 

საკმაოდ პესიმისტურად ჟღერს. განა არ არსებობს ჩვენი სამყაროს გადასარჩენად რაიმე გზები? 

ზ: ეს ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოა. საჭიროა ყველა ადამიანის ერთობლივი მუშაობა. საჭიროა ამ პრობლემით რეალური დაინტერესება და ნამდვილი კონტროლი. ადამიანები კი, ძირითადად, გულგრილები არიან და გარკვეულ წყობებს შეეგუენ. რთულია, მათ რამე ასწავლო.

დ: მაგრამ შესაძლებელია. თუმცა, დაგეთანხმები, ამაზე მუშაობა ძალიან რთულია.

 

კარგი.  მოდი, ჯერ თქვენ პატარა სამშობლოზე ვილაპარაკოთ. მოგწონთ აქაური კლიმატი? 

დ: კი. ჰაერი აქ უფრო სუფთაა, ვიდრე რუსეთის ქალაქების უმეტესობაში, ეს კი ცალსახად პლიუსია. 

ზ: და წყალი. ღმერთო, როგორ სიამოვნებას ვიღებ იმით, რომ შემიძლია წყალი პირდაპირ ონკანიდან დავლიო. ეს რაღაც წყალობაა!

 

შეგიძლიათ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე მოვლენის გახსენება? 

ზ: ძლიერი წვიმები და სეტყვა. იმდენად ძლიერი სეტყვა იყო, რომ დააზიანა მანქანები, და მგონი, ადამიანებიც…

დ: კი, ყოფილა შემთხვევები, რომ სეტყვას ადამიანიც კი მოუკლავს. 

ზ: ადრე ასეთი შემთხვევები არ იყო. ეს ახდება ალბათ ასე ბოლო 7 წელი.  ეჭვგარეშეა, რომ ეს კლიმატის ცვლილებასთანაა კავშირში. 

დ: ამიტომაც მოხშირდა წყალდიდობებიც. მე მახსოვს, როგორ ვიჯექი წელამდე წლით სავსე მანქანაში და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. საშინელება იყო.



როგორ ფიქრობთ, არის გამოსავალი? შეიძლება რამის გაკეთება? 

ზ: მე არ ვიცი, როგორ მოვარჯულოთ ბუნებრივი კატაკლიზმები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ როგორც მინიმუმ მათთან შეგუება და მათგან ადამიანების დაცვა შესაძლებელია. თუკი მთავრობა ამას, ბოლო-ბოლო, სერიოზულად მიუდგება. პატარა სოფლები ხშირად იტბორება, მაგრამ მათ სათანადო ყურადღებას არასოდეს აქცევენ.

დ: ამ პრობლემასთან სერიოზულად მიდგომისას, მგონი საჭიროა პლასტმასის ამოღება ხმარებიდან და გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების შეჩერება…მოკლედ, თუ მივიღებთ ბუნებისთვის უსაფრთხო და მდგრად ზომებს, აქედან შეიძლება რომ რამე გამოვიდეს. ახლა კი ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროდ გამოიყურება. 

 

თქვენ იღებთ რამე ზომებს გარემოს შესანარჩუნებლად? 

დ: მე ვეგეტარიანელი ვარ, ვერ ვიტან, როდესაც წყალი ტყუილადაა მოშვებული და იმას, რომ ქალაქში არ გვაქვს ნარჩენების დაყოფის სისტემა.

ზ: ნერვებს მიშლის უკვე, რომ ქალაქში არ აყენია ნაგვის ურნები, ზოგი ადამიანი კი არაა მზად, ატაროს ნაგავი თან რამდენიმე კილომეტრი. Მე კი შემიძლია, რო რამე. Ერთი საათი, ორიც, თუნდაც მთელი დღე, მაგრამ ნაგავს ყოველთვის ურნაში ჩავაგდებ. მიზერული ნაწილია იმისა, რისი გაკეთებაც შეიძლება. Მე ჯერ ვერ მოვახერხე, რომ ხორცისთვის თავი დამენებებინა, თუმცა იდეა კარგია. 

დ: მე კიდევ ვცდილობ, გავაკონტროლო, რომ ჩემ საახლობლოში არავინ დაანაგვიანოს გარემო. 

ზ: რაღაც მცირე წვლილი შეგვაქვს, როგორც ჩანს. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, რაიმეს შესაცვლელად ყველას ერთიანობაა საჭირო.

ინტერვიუ 2

სად ცხოვრობ?

თბილისი, საქართველო

 

რამდენი წლის ხარ?

25 წლის 

 

რას ნიშნავს თქვენთვის ტერმინი „კლიმატის ცვლილება“?

ჩემთვის კლიმატის ცვლილება ნიშნავს დაბინძურებულ გარემოს, არაპროგნოზირებად ბუნებრივ მოვლენებს, გლობალურ დათბობას და საშიშროებას ცოცხალი არსებებისთვის.

 

როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი საზოგადოების პრობლემაა?

დიახ, ქალაქებში სადაც არ არსებობს მწვანე ზონები, არის დაბინძურებული ჰაერი და გვალვა, რაც იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. ბუნების ცვლილების შედეგად  სოფლებში ნადგურდება მოსავალი 

იღებთ თუ არა ზომებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად?

დიახ, არ ვანაგვიანებ გარემოს. მაქსიმალურად ვცდილობ არ გამოვიყენო ქაღალდი და ვისარგებლო ონლაინ მასალებით.

 

გადაამუშავებთ?

სამწუხაროდ არა 

იყენებთ პლასტმასის ბოთლებს?
მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში. ყოველდღიურად ვიყენებ შუშის ბოთლებს

 

უფრთხილდებით საკვების ნარჩენებს?

კი, ვცდილობ არ ვიყიდო ისეთი საკვები, რასაც არ მივირთმევ. ნარჩენ საკვებს ვაჭმევ ეზოს კატებს და ძაღლებს

იყენებთ ავტობუსებს ან მანქანით გადაადგილებისთვის?

არ მყავს მანქანა, გადაადგილებისას ვიყენებ მეტროს ან ავტობუსს

შეგიძლიათ იფიქროთ თქვენს საზოგადოებაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ერთი ან მეტი ფენომენის შესახებ?

დაბინძურებული ჰაერი და გარემო, ჭუჭყიანი წვიმები, მოსავლის განადგურება, მწვანე ზონების განადგურება დიდ ქალაქებში

როგორ ფიქრობთ, არის სიტუაციის გაუმჯობესების გზა? თუ არა: რატომ? თუ კი; რომელი?

დიახ, არის გამოსავალი. თითოეული ადამიანის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ არ უნდა დაანაგვიანონ გარემო და არ უნდა შეუწყონ ხელი ხანძრების გაჩენასა და გავრცელებას ისეთი გასართობი ღონისძიებების დროს როგორებიცაა პიკნიკი, დაბადების დღე, სხვადასხვა გასართობი წვეულებები, კონცერტები და ა.შ..