contactzine

contactZINE: პროექტი ახალგაზრდებისთვის

პროექტის მონაწილეები (6 ქართველი და 6 ოს ახალგაზრდა) ერთობლივად იმუშავებენ და გამოაქვეყნებენ contactZINE-ს, როგორც ბეჭდურ ასევე ციფრულ ვერსიას. მონაწილეები ერთობლივად განიხილავენ თემებს და საერთო გამოწვევებს, რომლებსაც მათი ადგილობრივი საზოგადოებები ყოველდღიურად ებრძვიან. პროექტის 12 მონაწილე შექმნის საგამომცემლო საბჭოს. ისინი ასევე შეისწავლიან თუ როგორ გამოცენ ზაინი, შექმნან კონტენტი და როგორ განავითარონ ზაინის გავრცელების სტრატეგია, რათა მათი სათქმელი უფრო ფართო აუდიტორიას მიწვდეს.

contactZINE-ს ფარგლებში სამი გამოცემა გამოქვეყნდება, თითოეული გამოცემა კონკრეტულ თემას დაეთმობა:

ღია კონკურსის მეშვეობით, პროექტის მონაწილეები აქტიურად ჩართავენ თავიანთ მეგობრებს contactZINE-ს სტატიებისა და გრაფიკული ნახატების შექმნის პროცესში. დაინტერესებული ხართ ჩვენთან თანამშრომლობით? გაიგეთ უფრო მეტი დეტალი აქ!

იმისათვის რომ პროექტის ძირითადმა მონაწილეებმა შეძლონ contactZINE-ს შექმნა, ისინი მონაწილეობას მიიღებენ პოზიტიური კომუნიკაციის ტრენინგში (მედია წიგნიერება და გენდერის კომუნიკაცია) და ჩაუტარდებათ ტექნიკურ და ციფრული უნარების მიმართულებით ვორშოპები (გამოცემა და წერის უნარები, გრაფიკული დიზანი, ვებ დიზაინი, სოციალური მედიის მართვა). contactZINE-ს ყოველი გამოცემის წინ, მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ თემატური ვორქშოპები.

contactZINE-სამი გამოცემის შემდეგ, პროექტის მონაწილეები გამოარჩევენ ყველაზე მნიშვნელოვან თემებს და საკითხებს, რომლებიც შექმნიან contactZINE-ს საბოლოო, ფინალურ გამოცემას, რომელიც მოიცავს სამი ძირითადი გამოცემის საუკეთესო საკითხებს, დაუბეჭდავ მასალას, მონაწილეთა პერსონალურ გამოცდილებასა და პროექტის „მანიფესტს“. მანიფესტი მოიცავს იმ ძირითად გამოწვევებს, რომლებიც მონაწილეებმა აღმოაჩინეს.