contactzine

მწვანე მსოფლიო, ნათელი მომავალი

ურბანული გარემოს კომფორტულად განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისათვის. დღესდღეობით, კომფორტული ურბანული გარემო განსაზღვრავს რეგიონის განვითარების მასშტაბს და სისწრაფეს. თუმცა ჩვენი თაობისთვის კომფორტული სივრცის შექმნისას რამდენიმე გამოწვევა აქვს.  

ამჟამად, რუსეთში პრობლემების სამი მთავარი კატეგორიაა:

  •   გარემო: მაგალითად, ნარჩენების გამოუყენებლობა, მწვანე სივრცეების ნაკლებობა, სასმელი წყლის გამოყენების პრობლემა, გადატვრითვული საგზაო მოძრაობა.
  •   პოლიტიკური : მაგალითად, ეთნიკურლი კონფლიქტების წარმოშობა, კრიმინალის მომატება
  •   ეკონომიკური: მაგალითად, სამუშაო ადგილების ნაკლებობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ადამიანების მიგრაცია სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში და სხვა რეგიონებში.

ურბანიზებულ გარემოს დასახლებულ სივრცეებში გამწვავენება გულისხმობს მწვანე სივრცეების გაჩენას ხეებისა და ბუჩქების დარგვის გზით. მასშტაბს და გამწვანების მიმართულებას განსაზღვრას ქალაქის ზომა, მისი დაგეგმარების სტრუქტურა, არქიტექტურა და კლიმატური პირობები.

ურბანიზებული გარემოს გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ადამიანის ცხოვრებისთვის სასარგებლო გარემოს შექმნისათვის. ურბანიზაციის დონეს განსაზღვრავს მეტწილად კაცობრიობისა და გარემოს ურთიერთქმედება, სადაც მწვანე სივრცეები თანამედროვე გარემოს ინტეგრირებული ნაწილია. ნარგავების გავლენა ურბანიზებულ გარემოზე საკმაოდ დიდია და მნიშვნელოვან ყურადღება უნდა დაეთმოს ამ საკითხს.

სრულყოფილად ჩამოყალიბებული მწვანე სივრცეების სისტემას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს დიდი სივრცეების ეკოლოგიური მდგომარეობა. ხეები და ბუჩქები ამცირებს ჰაერის დაბინძურებას საშუალოდ 40%-თ.

დადასტურებულია ასევე, რომ მწვანე სივრცეები პირდაპირ გვიცავს ხმაურისა და ქარისგან, ტემპერატურის მომატებისგან და ჰაერის ტენიანობის გაზრდისგან. ის ასევე ხელს უწყობს რადიაციის დონის რეგულირებას ურბანიზებულ გარემოში.

ქალაქის მდგომარეობა და განვითარების ხარისხი დამოკიდებულია იქ მაცხოვრებლებზე. კრეატიული, განათლებული, პროფესიონალი, მაღალ კვალიფიციური, და ნიჭიერი ხალხი ყოველთვის ცდილობს იცხოვროს კომფორტულ სივრცეში, შესაბამისად, ქალაქის მიმზიდველობის და პრესტიჟის ყველაზე მნიშვენლოვანი ნაწილია კომფორტული სივრცის არსებობა. თუკი თითოეული ჩვენგანი ბუნებას უფრო ფრთხილად მოეპყრობა, ეს დაგვეხმარება ურბანული გარემოს გაუმჯობესებასა და ურბანიზაციის პროცესის პოზიტიურ პროცესების განვითარებაში. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საკუთარ თავს !