contactzine

მტვრის ღრუბელი, ძლიერი სიცხე

მტვრის გროვები.

ძლიერი სიცხე.

შიში თვალებში

და მარადიული სიბნელე.

ადამიანი ძლიერი ცნობიერებით,

ვერ უმკლავდება სურვილს.

ჩვენი სამყარო – უზარმაზარი ბაღია,

და ხალხი მასში – მხოლოდ სარეველაა.

ეს მდინარეები შეფერილია სევდით.

და რისკების ცოდნის მიუხედავად – გადაწყვიტეს არ დახმარებოდნენ.

წამიერ სურვილს მისცემოდნენ,

და შემდგომ – სასოწარკვეთილების წრეში ეცხოვრათ.

გაცნობიერებულად მიდი პასუხამდე!

რათა არ მოგვიწიოს ლპობა,

ჭუჭყში, მტვერსა და ჭირს შორის

        პლანეტას დავისხნით ბორკილებიდან!