contactzine

ლისის ტბა – (არც ისე) ზღაპრული ამბავი

ლისის ტბა თბილისის დიდი ტბების სამეულში შედის და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ გამაჯანსაღებელ ზონას წარმოადგენს. ის ასევე საბინადროა ფრინველებისა და თევზების რიგი ჯიშებისთვის, რომლებიც ადგილობრივ ეკოსისტემას ქმნიან.

 

“10 წელია, რაც ნუცუბიძის პლატოზე ვხოვრობ და კვირაში 3-4 დღე ლისის ტბაზე დავდივარ ხოლმე.

 

დანე რომ პატარა იყო, იმ არხებზე, რომელიც ლისს წყლით კვებავდა, ზღაპრებიც მოვიფიქრეთ, გვქონდა ბაყაყების და თევზების სამეფო, რომლის სანახავად მთელი სამეგობროს ბავშვები გარბოდნენ. ჩვენც ვყვებოდით ამბებს ბაყაყების ცხოვრებაზე. ბოლო ორი წელია დაშრა ეს არხები. გაქრნენ ბაყაყებიც. იძულებული გავხდი, მოეფიქრებინა ტყუილი, რომ ბაყაყები თევზების სამეფოში არიან წასულები სტუმრად (და ალბათ, თუ არ მიეხედა ამ ადგილს, აღარც დაბრუნდებიან). 

ყოველგვარი კვლევის გარეშეც მიხვდებით, რომ წყალი ქრება და თუ დროულად არ მიეხედა ამ ამბავს, თბილისი კიდევ უფრო გახრიოკდება”.