contactzine

თუ არა ახლა, აბა როდის? თუ არა მე, აბა ვინ?

თქვენ ყურადღებას მივაპყრობ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალ გამოწვევაზე, ვინაიდან სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია რომ კაცობრიობა აცნობიერებდეს რომ გენდერული უთანასწორობა არ შეესაბამება ჩვენ თანამედროვეობას. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც უნდა აცნობიერებდეს ქალსა და კაცს შორის თანასწორობის აუცილებლობას. 

წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ყველანაირი დაბრკოლება უკვე გადალახულია, სადაც ადამიანებს აქვთ წვდომა თავისუფლებაზე, განათლებაზე, სოციალ კეთილდღეობაზე, თანასწორობასა და ადამიანის უფლებებზე. ეს ყველაფერი ჩვენთვისაა მონიჭებული დაბადებისთანავე. ოცნებასავით ჟღერს, არა?! ვოცნებობ რომ მეცხოვრა ისეთ მსოფლიოში, სადაც არ იქნებოდა გენდერული თანასწორობის შესახებ განხილვა. საოცნებო ვითარების მაგივრად, ვისურვებდი მსგავს მიღწეული მდგომარეობაში გვეცხოვრა. 

დღევანდელი საზოგადოება განვითარების მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზეა, სადაც ინდივიდუალურმა პირებმა უნდა გააცნოებიერონ ფაქტი რომ ერთამეთის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვამჟღავნოთ. თუმცაღა მოდი დავფიქრეთ თუ რა არის სინამდვილეში… სად ვცხოვრობთ? გული აგიცრუვდათ არა?! ზუსტად ასე ვგრძნობ მეც. როდესაც ვაცნობიერებ რომ სადღაღ ვიღაცას ემუქრებიან,  დისკრიმანიაციას ამჟღავნებენ მის მიმართ და როდესაც ვიღაცას საკუთარი უფლებების დათმობა უწევს, თავს განადგურებულად ვგრძნობ. ეს გრძნობა მხრებზე გვაწევს, მძიმეა ამ ტვირთის ზიდვა და გვაიძულებს დავფიქრდეთ ჩვენ წინასწარ განწყობებზე და იმაზე თუ როგორ უნდა დავუდგეთ მხარში ერთმანეთს. ზოგჯერ, დაპირებები და მოქმედებები არ არიან ერთმანეთთან თანხვედრაში. 

 

ზოგიერთ ეტაპზე შეიძლება ვფიქრობდეთ რომ ჩვენი შინაგანი სოლიდარობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მოგვიანებით ჩვენი ქმედებები არ შეესაბამება ჩვენ ვალდებულებს, როდესაც ამის საჭიროება დგება. ვთვლი თუ არა რომ რაც არ უნდა ვეცადოთ ჩვენი მცდელებოები არ იქნება საკმარისი?! რა თქმა უნდა, არა. ერთი მხრივ, არცერთ სულიერ არსებას არ შეუძლია შეუცდომლად არსებობა და არც არავის აქვს უმწიკვლო ცხოვრება, რადგანაც ყველა ჩვენგანი ადამიანები ვართ. მეორე მხრივ, ეს არ უნდა იყოს აღქმული ჩაუროვლობის მიზეზად. ჩვენ ვართ საუკეთესოდ არასრულები, მაგრამ გაუმჯობესების პერსპექტივით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ თანასწორი მსოფლიოს შექმნის პროცესში, სადაც ქალებსა და კაცებს ერთნაირი უფლებები და შესაძლებლობები ექნებათ. 

მიმაჩნია რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქალებს გააცნოებიერონ რომ არ უნდა იყვნენ ჩუმად, არცერთ შემთხვევაში. ყველა ადამიანმა უნდა აიმაღლოს ხმა ქალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა. 

“თუ ახლა არა, აბა როდის? თუ არა მე აბა ვინ” როგორც ემა ვატსონი წერდა. ეს გამონათქვამი გვახსენებს რომ ჩვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია:ჩვენი ქმედებების წყალობით, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ კაცობიორბის განვითარებას, სადაც საოცნებო სამყარო “ნამდვილ” სამყაროდ გარდაიქმნება. სადაც ჩვენი პირადი ცხოვრება, უფლებები და პატივისცემა რეალურად იარსებებს. 

მოდი დავუბრუნდეთ ჩვენ გზას და გადავლახოთ თანასწორობის ბარიერი? ძვირფასო მკითხველო, რას ფიქრობთ თქვენ? რა არის ის პირველი საკითხი, რომელზეც მაშინვე წარმოდგენა გიჩნდება როდესაც საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ხარისხზე” გაშინებს ეს ფაქტი? კარგია, რომ ეს საკითხი გაშინებს. როგორ შეგვიძლია ამ სიძნელის გადალახვა? ერთი შეხედვით, უთანასწორობასთან გამკლავება სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ თუკი არ შევუშინდებით ამ გამოწვევას და ამის ნაცვლად პრობლემას სრულად გავათვითცნობიერებთ და შესაბამისად ნაბიჯ-ბანიჯ შევამცირებთ ამ გამოწვევის გადალახვამდე მანძილს, რომელიც აქამდე ჩვენში შიშს და უსაფრთხოების ნაკლებობის განცდას იწვევდა. დაგპირდით რომ კონკრეტული ვიქნებოდი, მაგრამ… შეიძლება ვცდილობ თავი ავარიდო ამ თემაზე ლაპარაკს და ამ სიმძიმეზე თვალი დავხუჭო?! ძნელია, მაგრამ რაც შემიძლია გავაკეთებ რომ არ შევშინდე, მაგრამ ჩემო მეგობარო ჩვენ ყველამ უნდა გავახილოთ ჩვენი თვალები და შევხედოთ სიბნელეს და ვეცადოთ რომ შევაშინოს ეს უკანასკნელი ჩვენი ხედვის სინათლით. 

დღესდღეობით, ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ სოციალურ მედიასთან, ახალ ამბებთან და ყველა იმ ინსრუმენტთან, რომლებიც ჩვენი მესიჯის გავრცელაში გვეხმარება. მათი საშუალებით ჩვენ ვსაუბრობთ არსებულ საკითხებზე და მათი საშუალებით ერთმანეთის მხარდაჭერას გამოვხატავთ, რომლითაც საბოლოო ჯამში შეგვიძლია ზოგიერთი ხედვის შეცვლა. 

გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად, ჩვენ ვისრუტავთ იდეების, ფიქრებს, მანერებს ჩვენი წინაპრებისგან. რაც აღვნიშნეთ ეს ყველაფერი თაობიდან თაობას გადაეცემა. თუკი ჩვენ არ შევცვლით ჩვენ დამოკიდებულებას დისკრიმინაციის, პოლარიზაციის, განცალკევობის და უთანასწორობის მიმართ, მაშინ ჩვენ მუდმივად ჩიხში ვიქნებით გაჩერებული.