contactzine

დიდი ნაბიჯი ნათელ მომავალში

ურბანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია კომფორტული კომუნიკაციის ზონების და თავისუფალი დროის გასატარებელი სივრცეების შექმნა, რაც განაპირობს აქ მაცხოვრებლების ერთმანეთთან შეხვედრის და საერთო აქტიოვებების უფრო მეტ შესაძლებლობას. იდეალური საჯარო სივრცე ხელს უწყობს ახალგაზრდა ადამიანების ჩართულობას ქალაქის ცხოვრების პროცესში და ქმნის ახალ პროცესს. მართლაც, ვლადიკავკაზი ამ მხრივ ჩამორჩება ამ პროცესს, რის შედეგადაც ახალგაზრდები ტოვებენ ამ ქალაქს და მიდიან უფრო დიდ ქალაქებში საცხოვრებლად. მაგრამ საბედნიეროდ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ძალიან ნიჭიერმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ამ მხრივ მოქმედება. იდეებითა და მტკიცე გადაწყვეტილებით სავსე ახალგაზრდებმა ნელ-ნელა მოიზიდეს სხვა ახალგაზრები და აზიარეს ელექტრონული მუსიკის სამყაროს.

მეც შევძელი ამ საოცარ გარემოში ჩართვა. ამ ხალხთან კომუნიკაციის შედეგად, გავაანილე თუ რა დიდი ნაბიჯია ქალაქის ცხოვრებაში მსგავსი სივრცის შექმნა, რაც ზოგიერთი ახალგაზრდის დამსახურებაა.  კერძოდ, ეს არის ზაურის დამსახურება, დიჯეის, რომელიც მის ჯგუფს უძღვება და რომელმაც გადაწყვიტა შეექმნა პირველი სერიოზული კლუბი ვლადიკავკაზში. მნიშვნელოვანია რომ ეს არ იქნება უბრალოდ კლუბი, სადაც უბრალოდ შეგიძლია მოხვიდე და დრო გაატარო, მაგრამ ეს იქნება უფრო დიდი სივრცე ყველანაირი სახელოვნობო აქტივობებისთვის. როგორც ზაურმა აღნიშნა, ქალაქში ბევრი ნიჭიერი ადამიანია და აუცილებელია არსებობდეს სივრცე, სადაც ისინი თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ თავს. ამ მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა. ეს ჯგუფი ასევე გეგმავს თავიანთი მუსიკის განვითარებას, რისი მიღწევაშიც ეჭვი არ მეპარება.

ზაური და მისი გუნდი არის ის ხალხი, რომლებმაც იმედი გააჩინეს ვლადიკავაზის უფრო ნათელ მომავალზე. საერთო ინტერესის – მუსიკის- გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები აღმოაჩენენ ერთმანეთს, განავითარებენ ერთმანეთს და უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული ქალაქის ცხოვრებაში.