contactzine

გაუდაბნოება ვაშლოვანში

ვაშლოვანი უნიკალური დაცული ტერიტორიებია, რომლის მსგავსი ბუნებრივი ძეგლებისა და ბიომრავალფეროვნების სიმდიდრით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში არ მოიძებნება.

დღესდღეისობით 500-მდე მეცხვარე იყენებს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ზამთრის საძოვრებად.

საძოვრების 20% სავალალო მდგომარეობაშია. კლიმატის ცვლილებას ემატება საძოვრების არასწორი გამოყენება, რაც კიდევ უფრო აჩქარებს ნიადაგის გამოფიტვას.

გაუდაბნოების პროცესი ჩქარდება. ვაშლოვანის საძოვრები ნელ-ნელა კარგავენ ნოყიერ ნიადაგსა და უნიკალურ მცენარეულ საფარს.   

ბოლო დროს წყალი და ბალახი აქ სულ უფრო მეტად ჭირს. ყოველწლიურად ნაკლები წვიმა მოდის. გაუდაბნოების პროცესი ჩქარდება. ვაშლოვანის საძოვრები ნელ-ნელა კარგავენ ნოყიერ ნიადაგსა და უნიკალურ მცენარეულ საფარს.

გარემოსდამცველები შიშობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ და ადამიანის ზემოქმედებამ შეიძლება საბოლოოდ გაანადგუროს ვაშლოვანის პარკის უნიკალური ბიომრავალფეროვნება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ საქართველოში კვლავაც არ არსებობს საძოვრების მართვისა და მოვლის ერთიანი სისტემა.

 

https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/ourwork/environmentandenergy/successstories/ClimaEastGeorgia.html