contactzine

ბათუმის ურბანული განვითარების გამოწვევები

ბათუმის ურბანული განვითარება მიმდინარეობს წლებია ქაოტურად მიმდინარეობს. ქალაქს ბევრი მიმართულებით შეექმნა პრობლემები: მათ შორისაა პარკინგი, გამწვანება, ვენტილაცია, უსაფრთხობა და რაც მთავარია საფრთხე ემუქრება ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში მშენებლობები მიმდინარეობს ურბანული პოლიტიკის გარეშე.

ქაოტური ურბანული განვითარება პრობლემატურია ბათუმის მდგრად განვითარებისთვის. ჩემს პირად მაგალითს მოგიყვებით. რამდენიმე წლის წინ ჩემმა ოჯახმა ზღვასთან ახლოს შევიძინეთ ბინა. ძალიან კარგი ხედი გვქონდა ზღვაზე და მშვიდი გარემო. 3 წლის წინ ყველაფერი შეიცვალა, რადგან ერთ-ერთმა კომპანიამ ჩვენს მახლობლად უზარმაზარი აპარტამენტების აშენება დაიწყო. 2 წლის წინ კი ამ აპარტამენტების გვერდით ერთდროულად რამდენიმე მშენებლობა დაიწყო. ასე შეუერთდა ბათუმის ურბანულ ქაოსს ჩვენი უბანიც.

ბათუმის ცენტრში უამრავი შენობაა, სადაც მზე არ აღწევს აპარტამენტამდე. საზოგადოებრივი სივრცე ეტაპობრივად ქრება. მათ შორის ბათუმში ყველაზე რთულია ბულვარის ტერიტორიის მიმართ განხორციელებული ქმედებები. კერძოდ, ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი კომპანია აშენებს სასტუმროს. ბათუმელ მოსახლეობას ასევე აწუხებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურული მემკვდრეობის დაცვა, ზღვისა და ჰაერის დაბინძურება.

ამ პრობლემების გადაჭრის გზა ეტაპობრივად უფრო და უფრო რთულდება. თუმცა არსებობენ საზოგადოებრივი ჯგუფები, აქტივისტები, რომლებიც ამ უკმაყოფილებას გამოხატავენ და ცდილობენ შეცვალონ ბათუმის ყოველდღიურობა პოზიტური კუთხით. ჩვენ გვჭირდება ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარკები, მშენებლობა იქნება მდგრადი განვითარების ნაწილი. ბიზნეს ინტერესი და საზოგადოებრივი სიკეთე დაბალანსებული იქნება. ჩვენ უნდა შევამციროთ ჰაერისა დაბინძურება,ხმაური, სათბურის გაზების გამონაბოლქვი და ენერგიის მოხმარება. ჩვენ გვჭირდება მზიანი ოთახები სახლში, კულტურული მემკვიდრეობის დაფასება და ქალაქის მდგრადი განვითარება.