contactzine

არ შეგეშინდეს ხმა აიმაღლო, შეგეშინდეს ხმის ამოუღებლობის

იმედი მაქვს ფიქრობთ, რომ ფემინიზმი არ არის ქალების ბრძოლა კაცების წინააღმდეგ. ეს პრობლემა გენდერული უთანასწორობის სიღრმედან მოდის. ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე, პროგრესულ და ტოლერანტულ საზოგადოებაში. თქვენ შესაძლოა ფიქრობდეთ რომ ქალებს აქვთ ხმის უფლება, მუშაობენ, იღებენ მედიკალურ დახმარებას, აქვთ ხელფასი – კიდევ რა სჭირდებათ მათ?!

ამავე დროს ბევრი მამაკაცი უკმაყოფილოა სავალდებულო სამხედრო სამსახურით, გაზრდილი საპენსიო ასაკით, იურიული სისტემით, რომელიც დედებს უპირატესობას ანიჭებს დედებას, ან საზოგადოების, რომელიც მათ ემოციურ მდგომარეობას მუდმივად წნეხის ქვეშ აქცევს. ეს მამაკაცები ასევე არიან გენდერული თანასწორობით დაინტერესებული.

სამწუხაროდ, ეს მხოლოს აისბერგის წვერია. არ შემიძლია არ აღვნიშნო თუ როგორ აჩუმებს პატრიარქალური საზოგადოება ქალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აძლევს მათ რა ძალიან მცირე და ვიწრო შესაძლებობებს საკუთარი თავის რეალიზაციისათვის.

ამ მხრივ არც კავკასიის რეგიონია გამონაკლისი. მეტწილად, ამ რეგიონისთვისაც დამახასიათბელია ქალთა უფლებებისა და საჭიროებების შეზღუდვა და კაცებისთვის თავიანთი როლების შეზღუდული ალტერნატივები. მამაკაცებს ბავშვობიდანვე ასწავლიან რომ „კაცი უნდა იყოს ყველაფრის თავი, და ქალი უნდა დაემორჩილოს“. 

აქვე უნდა ითქვას აღზრდასთან დაკავშირებით რომ ჩვენ არ აქვს მომავალი იქამდე, სანამ კავკასიური საზოგადოება არ შეწყვეტს ბავშვების გამოკვებას სტერეოტიპებით, რომლებიც ახალგაზრდა თაობას მატერიალურად დამოკიდებულს ხდის და ფიზიკური ძალადობას ნორმად აჩვენებს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის და მოძრაობის მიერ გენდერული თანასწორობის ადვოკატირება ხშირად იმედის საფუძველს გვაძლევს.  

 პრობლემის შემცირება მხოლდო ორ გენდერამდე ჩვენ დრომდე არასაკმარისი და მოძველებულია, ვინაიდან საზოგადოება მრავალმხრივია და მოიცავს ლესბებს, გეებს, ბისექსუალებს, ტრანსგედენდერებს. ცდებით თუკი ფიქრობთ რომ ფემინისტური მოძრაობის მიერ წამოწეული გენდერული უთანასწორობა მხოლოდ ქალთა უფლებების გათანაბრებაა მამაკაცთა უფლებებთან. ჩემი აზრით, პოსტმოდერნისტული ფემინიზმი და ქვიარ თეორია სწორი მიმართულებით ვითარდება აკეთებს რა აქცენტს სხვადასხვა გენდერზე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტრადიციულ გენდერულ დაყოფას.

საზოგადოება დიდი ხანია ებრძვის სამყაროს მოძველებულ საწყისებს. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სოციალურ მედია და ინტერნეტი ჩვენ მხარეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ფართოდ ვიმსჯელოთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა უხელფასო დღიური მუშაობა, დეკრეტული შვებულობის შეზღუდულობა, ქალების არ მიჩნევა თანაბარ სამუშაო ძალად (მიუხედავად იმისა რომ ქალების 90% ზე მეტი სამუშაოდან დაბრუნების შემდეგ სახლში აგრძელებს მუშაობას), სექსიზმის პრობლემა ან მამაკაცებზე ზეწოლა თავიანთი გრძნობების გამოხატვის გამო.

საზოგადოება ვერ მიაღწევს დაუყოვნებლით გენდერულ თანასწორობას. ამისათვის დიდი დროა საჭირო. შესაძლოა ჩვენმა თაობამ ამას ვერც მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ხელშია იმის ძალა რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

არ შეშინდო რომ ხმა აიმაღლო.